28 იანვარს, ადვოკატთა შეხვედრა გაიმართა, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატების ნათელა გოდერიძისა და მზევინარ კოსტავას ინსტიტუციურ დევნაზე ისაუბრა. მან აღნიშნა : "ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება ხელისუფლება, თუ ადვოკატების დევნას თავს არ დაანებებს." ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.
შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა დავით ასათიანმა საკონსტიტუციო კომისიაში ინიცირებული საკანონმდებლო წინადადებების შესახებ ისაუბრა.